Tuesday, November 27, 2018

საწრეო მუშაობა



                        საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში
   წრის     დასახელება „გავიღრმავოთ ცოდნა გრამატიკაში

სკოლა: სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლა
კლასი: 7–8–9
მოსწავლეთა რაოდენობა: 16
მასწავლებელი: მანანა ფილია
წრის მიზანი:  მოსწავლეებში გრამატიკული ცოდნის გაღრმავება და  ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში გამოყენება.
წრის მოკლე დახასითება:  წრეში ნებაყოფლობით შეუძლიათ გაწევრიანება 7–9 კლასის მოსწავლეებს. ისინი გაიხსენებენ და გაიღრმავებენ უკვე შესწავლილ გრამატიკულ მასალას. მასზე დაყრდნობით მოსწავლეები სწორად ააწყობენ წინადადებებს  და ასევე შეისწავლიან კომუნიკაციის წარმართვისთვის აუცილებელ გრამატიკულ წესებს/სტრუქტურებს. სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 10 სამუშაო შეხვედრა.
                
                                       წრის სამუშაო გეგმა


N
               თემის დასახელება
ხანგრძლივობა
 განრიგი
1.
არსებითი სახელი; ნაცვალსახელი
  1 სთ
05.10
2.
ზედსართავი სახელი
  1 სთ
10.10
3.
ზმნა/მოდალური ზმნები
  1 სთ
15.10
4.
ზმნიზედა
  1 სთ
22.10
5.
ახლანდელი მარტივი და ახლანდელი განგრძობითი დროები
  1 სთ
09.11
6.
მომავალი მარტივი დრო
  1 სთ
12.11
7.
ახლანდელი სრული დრო
  1 სთ
19.11
8.
 წარსული მარტივი და წარსული განგრძობითი დროები
  1სთ
10.12
9.
პირობითი წინადადებები
  1 სთ
14.12
10.
ვნებითი გვარი
  1სთ
17.12



Sunday, November 4, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს შევაჯამეთ ტრენინგ-კურსი, გადავხედეთ პროექტის გეგმებს, ჩავასწორეთ, რაც საჭირო იყო. განვახორციელეთ სასწავლო პროექტების ჩვენება. განვიხილეთ ერთმანეთის პორტფოლიოები და გავუზიარეთ საკუთარი აზრები.
საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ტრენინგ-კურსი იყო.

Saturday, October 27, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ 5-6 მოდულებზე და ნაწილობრივ შევეხეთ მეშვიდე მოდულსაც. ანუ ვისაუბრეთ მოსწავლეთა პროექტების  შეფასებასა და დიფერენცირებაზე. ვნახეთ და განვიხილეთ ერთ-ერთი ფსიქოლოგის პრეზენტაციაც. ასევე გავიმეორეთ ბლოგსა და google drive-ze როგორ ხდება პრეზენტაციის ატვირთვა.

მოსწავლის ნიმუში(პრეზენტაცია)

Sunday, October 21, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიარეთ მოდული 4- სასწავლო ნიმუშების შექმნა: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. განვიხილეთ პრეზენტაციები. ვისწავლეთ სურათების გადაღება screenshot-ის საშუალებით

საწრეო მუშაობა

                        საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში     წრის      დასახელება „გავიღრმავოთ ცოდნა გრამატიკაში სკოლა: სსიპ წყალტუბო...