Friday, August 3, 2018

გაკვეთილის გეგმა


                                   გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი : მანანა ფილია.
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:  საბაზო/ VII კლასი/ I დონე
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
გაკვეთილის თემა: Young heroes.
გაკვეთილის მიზნები:
 *მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვასა და გააზრებას.
* მოსწავლეები შეძლებენ ტექსტიდან ძირითადი ინფორმაციის ამოღებას და შესაბამისი სავარჯიშოების შესრულებას.
* მოსწავლეები შეძლებენ კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.


N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო
1
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს,აქტივობებს,
შეფასების რუბრიკას და ვაკრავ  მათ თვალსაჩინო ადგილზე.
ვერბალური
მთელი კლასი
ფლიფჩარტზე დატანილი გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები
3  წთ
2
 მივმართავ ბავშვებს–„წინა გაკვეთილზე ჩვენ ვიმუშავეთ ტექსტზე “Walkabout”.ახალ გაკვეთილზე გადასვლამდე გავიხსენოთ თუ რის შესახებ იყო ტექსტი.’’ შემდეგ ვსვამ  კითხვებს:
1)      What qualities does Jangala have?
2)      What kind of people do these qualities have?
3)      What is a hero?
4)      Tell me the qualities.
მოსწავლეები     ასოციაციური რუკის მეშვეობით პიროვნული თვისებების მიხედვით ახასიათებენ გმირებს.
გონებრივი იერიში  
















ასოციაციური კავშირების რუკა

ტექსტი     გმირებზე.

















ასოციაციური რუკა
                                                                    
3 წთ
3
გმირების დახასიათების ემდეგ ვხსნი ახალ გაკვეთილს“young heroes.’’(ახალგაზრდა გმირები), რომელიც ასახავს 4 მოზარდის გმირულ საქციელს.  ვკითხულობ ტექსტს და თვასაჩინო ადგილზე ვაკრავ ახალი სიტყვების თარგმანს. ჩემს შემდეგ ტექსტს რიგრიგობით კითხულობენ და თარგმნიან მოსწავლეები. შემდეგ ისინი ცდილობენ საქართველოს ისტორიიდან  მათთვის ცნობილი ქართველი გმირები გაიხსენონ.
ვერბალური
მთელი კლასი



ინდივიდუალური მუშაობა
ტექსტი გმირებზე
15 წთ.
4
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით  ვუჩვენებ გმირების ფოტოებს და ისინი შეეცდებიან გამოიცნონ მათი ვინაობა.(წიგნში მხოლოდ ერთი მათგანის ფოტოა მოცემული). შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს:
1)      Who collected books?
2)      Who worked in bad conditions?
3)      Who didn’t stop her favorite activity?
4)      Who began an organization?
5)      Who wrote a book?
6)      Who was killed?
ვიზუალიზაცია










კითხვა–პასუხი


5 წთ.
5
მოსწავლეები ასრულებენ სახელმძღვანელოში 47–ე გვერდზე მოცემულ სავარჯიშოს N4- აარჩიეთ სწორი პასუხი’’.


სავარჯიშო

3 წთ
6
მოსწავლეები წყვილებში იმსჯელებენ,თუ რომელი გმირები მოეწონათ და რატომ.
წყვილებში მუშაობა
მუშაობა წყვილებში

10 წთ
7
ტექსტში მოცემული ახალი სიტყვების მეშვეობით მოსწავლეები წყვილებში შეადგენენ რამდენიმე წინადადებას.
წყვილებში მუშაობა
მუშაობა წყვილებში

2 წთ.
8
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებად მოიძიონ ინფორმაცია თანამედროვე ქართველი გმირების შესახებ.



1 წთ
9
ვაჯამებ გაკვეთილს, ვახსენებ ბავშვებს შეფასების რუბრიკას და ვაფასებ მათ. შემდეგ ვარიგებ გასასვლელ ბილეთებს. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, ათავსებენ ფურცლებს ყუთში და ტოვებენ კლასს.

მთელი კლასი

3 წთ.

     
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
·         უცხ.ს. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.

·         უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.

შეფასება: ანალიტიკური შეფასების რუბრიკა
ხელმოწერა: მანანა ფილია
თარიღი: 26 ივლისი




                                 








               






                            გასასვლელი ბილეთები




1.)   რა ისწავლე დღევანდელ გაკვეთილზე?







 2).  ყველაზე მეტად რომელი აქტივობა მოგეწონა?







3).      რა ვერ გაიგე კარგად გაკვეთილზე?

No comments:

Post a Comment

საწრეო მუშაობა

                        საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში     წრის      დასახელება „გავიღრმავოთ ცოდნა გრამატიკაში სკოლა: სსიპ წყალტუბო...