Saturday, October 27, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ 5-6 მოდულებზე და ნაწილობრივ შევეხეთ მეშვიდე მოდულსაც. ანუ ვისაუბრეთ მოსწავლეთა პროექტების  შეფასებასა და დიფერენცირებაზე. ვნახეთ და განვიხილეთ ერთ-ერთი ფსიქოლოგის პრეზენტაციაც. ასევე გავიმეორეთ ბლოგსა და google drive-ze როგორ ხდება პრეზენტაციის ატვირთვა.

მოსწავლის ნიმუში(პრეზენტაცია)

Sunday, October 21, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიარეთ მოდული 4- სასწავლო ნიმუშების შექმნა: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. განვიხილეთ პრეზენტაციები. ვისწავლეთ სურათების გადაღება screenshot-ის საშუალებით

Saturday, October 20, 2018

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეხუთე დღეს გავიარეთ მოდული 3, კერძოდ კავშირები და ინტერაქციული ინტერნეტრესურსები მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე განვიხილეთ საავტორო უფლებების გამოყენება-დაცვა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.

Sunday, October 14, 2018

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

                                            მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების 5  სტრატეგია და ინსტრუმენტები. ასევე ვნახეთ და განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების გეგმები და რესურსები. უნდა წარმოვადგინოთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.



Saturday, October 13, 2018

პირველი რეფლექსია

               მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოდული  გამოვტოვე, ტრენინგის დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ტრენერის დახმარებით ვნახე რამდენიმე ძალიან საინტერესო ელექტრონული მისამართი. ასევე  გავიგე, თუ როგორ უნდა იყოს პროექტის მიზანი გაწერილი და რა საკვანძო კითხვები უნდა გამოვიყენო პროექტის შექმნისას.

საწრეო მუშაობა

                        საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში     წრის      დასახელება „გავიღრმავოთ ცოდნა გრამატიკაში სკოლა: სსიპ წყალტუბო...