Friday, August 3, 2018

სასწავლო პროექტი

                                 
                                           სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  „ტატუირება ახალგაზრდებში.“
პროექტის მთავარი იდეა:
ვინაიდან ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია, პროექტის მიზანია მოსწავლეებს საშუალება მივცე  თავად გაიაზრონ და გამოიკვლიონ, თუ რატომ არის ზოგისთვის ტატუირება ხელოვნების დონემდე აყვანილი. რა არის მისი უარყოფითი მხარეები და აქვს თუ არა საერთოდ რამე დადებითი.
პროექტის აქტუალობა: 
თანამედროვე ახალგაზრდებში ძალიან გავრცელდა ტატუირების პრობლემა. რატომ გახდა ის ასე პოპულარული და რა უბიძგებს მათ ტატუს გაკეთებისკენ? ნამდვილად „ბოდი არტ’’–ის სახესხვაობაა იგი თუ უბრალოდ თვითდამკვიდრების საშუალება?
პროექტის მიზნები:
·        უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
·        უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
·        უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
·        უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის ,ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ,ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.
მონაწილეთა ასაკი:  15–17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე შეძლებს:
·        მოიძიოს ინფორმაცია, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში( მაგ., ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა).
·        გამოიყენოს ისტ–ი ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.
·        გუნდის წევრებთან ერთად მოიძიოს, შეარჩიოს და დაამუშაოს ინფორმაცია, განახორციელოს პროექტი.
·        კომუნიკაციასა და საჭირო ფრაზეოლოგიის ინგლისურ ენაზე გამოყენებას.
შეიქმნება: პლაკატი, სლაიდები Power Point-ის პროგრამაში. საინფორმაციო ბუკლეტი, ვებ–გვერდი.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ფლიპჩარტი,ფერადი ფანქრები.






 

შედეგების მისაღწევად განსახორციელე–ბელი აქტივობები
საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციე
ლებელი
მოსწავლეები
საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი
რესურსები





1
თემის შერჩევა
  1 დღე

ყველა მოსწავლე
ხელმძღვანელი
 ჯგუფიდან
სახელმძღვანელო
1.1
მოსწავლეებს  ვაცნობ პროექტის თემას და  მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს და ვიგებ, თუ რა იციან ამ თემის გარშემო.





1.2
მოსწავლეები გეგმავენ პროექტს და ინტერნეტში მოიძიებენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ  ინფორმაციას.
  2 დღე

ყველა მოსწავლე ჩართულია

კომპიუტერი,
ინტერნეტი
2
მოძიებული ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარება
3 დღე




2.1
მოსწავლეები მოძიებულ მასალას ერთმანეთს აცნობენ და ატარებენ გამოკითხვას თავიანთ თანატოლებთან და იმ ნაცნობებთან ,ვისაც ტატუ აქვს გაკეთებული.


ყველა მოსწავლე ჩართულია
ჯგუფის ხელმძღვანელი

2.2
მოსწავლეები ინტერვიუს იღებენ ტატუირების სპეციალისტისაგან და ამოწმებენ მსგავს სალონებში სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის ხარისხს. გადაღებული ფოტოების საშუალებით აკეთებენ სლაიდებს.
4 –5 დღე

ყველა მოსწავლე
ჯგუფის ხელმძღვანელი
და
ფოტოები

3
საინფორმაციო ბუკლეტის  შექმნა
6 დღე




3.1
მოსწავლეები შეგროვილ ინფორმაციას აჯამებენ და აკეთებენ საინფორმაციო ბუკლეტსა და პლაკატს. ერთად მიდიან იმ დასკვნამდე,რომ ტატუს გაკეთება არ ღირს.
კეთდება პრეზენტაცია.


ყველა მოსწავლე









პრეზენტატორი
ჯგუფის ხელმძღვანელი



და





პრეზენტატორი
ფანქრები,
ფლიპჩარტი
კომპიუტერი
პროექტორი
3.2
პრეზენტაციის განთავსება ბლოგზე.
7 დღე


პრეზენტატორი
ჯგუფის ხელმძღვანელი
კომპიუტერი
სლაიდები
   
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ. ბიოლოგია
პროექტის მასწავლებელი : მანანა ფილია
მასწავლებლის ელ. ფოსტა:  mananapilia22@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  https://kolxeti22.blogspot.com

No comments:

Post a Comment

საწრეო მუშაობა

                        საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში     წრის      დასახელება „გავიღრმავოთ ცოდნა გრამატიკაში სკოლა: სსიპ წყალტუბო...